logo_geo
eng_logo
სავარაუდო სექსუალური შევიწროების საქმეზე დაკავებულ „ნაცმოძრაობის“ წევრს აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა შეეფარდა
- +

18 ოქტომბერი. 2021. 14:19

 

 

„ნაციონალური მოძრაობის“ მარტვილის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრს, სექსუალური შევიწროების მცდელობის ბრალდებით დაკავებულ ზაზა ბურჭულაიას, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა.

 

გადაწყვეტილება სენაკის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და დაკავებული პატიმრობაში დატოვა.

 

პროცესზე დაცვის მხარე გირაოს გამოყენებას ითხოვდა, რასაც მოსამართლე არ დაეთანხმა.

 

ზაზა ბურჭულაია 15 ოქტომბერს დააკავეს. ბურჭულაიას, სახლში სტუმრად მყოფი ტურისტი ქალი, სექსუალური შევიწროების მცდელობაში სდებს ბრალს. დაცვის მხარე დღევანდელ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. ბურჭულაიას უფლებადამცველის განცხადებით, ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს, რომ მას უსაფუძვლოდ სდებენ ბრალს.

 

დაზარალებულმა ტურისტმა ქალმა ქვეყანა უკვე დატოვა. იქამდე, ის სენაკის მაგისტრმა მოსამართლემ დაკითხა.

 

ზაზა ბურჭულაია „ნაციონალური მოძრაობიდან“ მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრია სოფელ ბალდის მე-10 საარჩევნო უბანზე. როგორც საოლქო კომისიაში აცხადებენ, კანონის შესაბამისად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მას საკომისიო უფლებამოსილება შეუწყდება.

 

წინასასამართლო სხდომა მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner