თბილისში ახალგაზრდა ქალი მოკლეს. რა გახდა 25 წლის ქალის მკვლელობის მოტივი, ჯერჯერობით უცნობია. სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ, მათ შორის მიმდინარეობს გამოკითხვები.
ანასტასია შატალოვა გვიან ღამით, საბურთალოზე, ნაქირავები სახლის სადარბაზოსთან მოკლეს, მას იარაღით რამდენჯერმე ესროლეს. მეზობლები ამბობენ, რომ რამდენიმე გასროლის ხმა და ქალის ყვირილი გაიგეს. ასევე შენიშნეს ადამიანი, რომელიც მკვლელობის ადგილიდან გარბოდა.
ამასთან, ირკვევა, რომ შატალოვას და ბათუმის ყოფილ მერს, ზურაბ ბერიძეს საერთო შვილი ჰყავთ და მათ ბავშვზე მეურვეობასთან დაკავშირებით დავა ჰქონდათ.