logo_geo
eng_logo
„ვისკის ყლურწვა მიყვარს, აქ კარგი ჰაერია, „პახმელიაზე“ იოლად გამოვალო!“- რას წერს გელა ზედელაშვილი მარგველაშვილზე?..
- +

28 ივლისი. 2016. 01:42


ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში წერს:



სანამ მარგველაშვილი პრეზიდენტი გახდებოდა, ბიძინა ივანიშვილმა უთხრა: ბიჭო, ცოლი დაირეგისტრირე, უხერხულია, ბოლო-ბოლო, პირველი ლედი უნდა იყოსო!

 

ამან ცოტა იუკადრისა, ითრია ფეხი, ითრია და როგორც იქნა, დაირეგისტრირა!

 

მერე უთხრა, ეხლა მაგ პომპეზურ შენობაში რომ ხარ წამოწოლილი მხარ-თეძოზე და მილიონებს ხარჯავ, ათონელის ქუჩაზე გადარეგისტრირდი, ბიუჯეტს შეღავათი ექნებაო. უარი თქვა, ისევ იუკადრისა, ფეხები მიაჭირა, ვერაო, იქიდან ამხელა სახელმწიფოს ვერ ვმართავო. სხვაც რომ არა იყოს, საპატიო სტუმრებს ქოხში ხომ არ მივიღებო? კიდე ერთი პრობლემაა, ვისკის ყლურწვა მიყვარს და აქ კარგი ჰაერია, „პახმელიაზე" იოლად გამოვალო!

 

გავიდა ორიოდე წელიწადი ამ ადამიანის გაპრეზიდენტებიდან, სიძეც მოევლინა მის ოჯახს, მაგრამ თურმე ეგეც დაურეგისტრირებელი ყოფილა!

 

ამოცანა გვეკითხება: როდესაც მარგველაშვილი ივანიშვილის ხათრით პრეზიდენტად ავირჩიეთ, დარეგისტრირდა თუ ოფიციალურად ისევ ფილოსოფოსია?!

 

, ბიჭო, დაირეგისტრირე ეს უძრავ-მოძრავი ქონება და თანამდებობა, თორემ შთამომავლობა ვეღარ გაარკვევს, მიხეილ სააკაშვილის შემდეგ პრეზიდენტი ვინ იყო. გამოვარდება ვინმე სირთაოზა ჟამთააღმწერელი და დაიწყებს მტკიცებას, საქართველოს 21- საუკუნის დასაწყისში ამ მხრივ ჩავარდნა ჰქონდაო!

 

ბატონო პრეზიდენტო, ისიც გავიგე, დუშეთშისვარკა" რომ გაქვთ, ეგეც მოპარული ყოფილა, თურმელევად" გაჩუქეს, დაარეგისტრირეთ, თორემ ვიცი, მერე დაიწყებთ, ჩემ ოჯახზე ზეწოლაა, მაშანტაჟებენო!!!"


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner