logo_geo
eng_logo
ლოიდ ოსტინი: ამერიკა დიდად აფასებს საქართველოს, როგორც მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორს
- +

18 ოქტომბერი. 2021. 15:12

 

 

ამერიკა დიდად აფასებს საქართველოს, როგორც მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორს. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უცვლელი და მტკიცეა“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

ოსტინის თქმით, მისთვის პატივია, გამოაცხადოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის გაფორმებული შეთანხმება, რომლის მიზანი საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებაა.

 

ეს იქნება ცენტრალური ინიციატივა ერთი მხრივ, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტისა და მეორე მხრივ - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის ძალებს შორის თანამშრომლობისთვის. ესაა მართლაც ამაღელვებელი ახალი ფაზა ჩვენი ქვეყნების ორმხრივი უსაფრთხოების თანამშრომლობაში. გავაგრძელებთ ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერას საქართველოს თავდაცვის სექტორში, გავაძლიერებთ შესაძლებლობებს, ხელს შევუწყობთ საქართველოს ურიერთთავსებადობას ნატოსთან“, - აღნიშნა ლოიდ ოსტინმა.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტი საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner