logo_geo
eng_logo
ბათუმის მერობის კანდიდატი არჩილ ჩიქოვანი: მაპატიეთ ჩემო ბათუმელებო, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, თქვენთან ერთად ვერ ვიდექი
- +

18 ოქტომბერი. 2021. 16:44

 

 

 

ბათუმის მერობის კანდიდატი არჩილ ჩიქოვანი 26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის ადგილზე მივიდა, სამძიმარი გამოხატა და პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას.

 

მისი თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მხოლოდ მედია საშუალებებით შეეძლო ედევნებინა თვალი იმ პროცესებისთვის, რაც 26 მაისის ქუჩაზე ხდებოდა.

 

„კიდევ ერთხელ, მინდა მწუხარება გამოვთქვა იმ დიდი ტრაგედიის გამო, რომელიც ჩვენს ქალაქს დაატყდა თავს. მთელი ამ დღეების განმავლობაში, მხოლოდ მედია საშუალებებით შემეძლო მედევნებინა თვალი იმ პროცესებისთვის, რაც 26 მაისის ქუჩაზე ხდებოდა. ეს იყო ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდი. მაპატიეთ ჩემო ბათუმელებო, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, აქ თქვენთან ერთად, თქვენ გვერდით ვერ ვიდექი. დღეს უკვე მომეცა საშუალება მოვსულიყავი ტრაგედიის ადგილზე. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, ჩემს ბათუმელებსა და სრულიად საქართველოს“, - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner