ჩვენ გვაქვს ის მოცემულობა, რომ 30 ოქტომბერს ყველანი უნდა გავერთიანდეთ და ბოლომდე მივიყვანოთ ის გამარჯვება, რომელიც ქვეყნის მასშტაბში დაახლოებით 47%-ს შეადგენს, - ამის შესახებ არჩილ ჩიქოვანმა „ქრონიკაში“ განაცხადა. „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი მეორე ტურში გამარჯვებაში დარწმუნებულია.
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს თანაქალაქელებთან ერთად წინასაარჩევნოდ დაანონსებული ყველა პროგრამის განხორციელებას შევძლებთ. ამავდროულად, გამოწვევების საპასუხოდ საჭიროა სწორედ ის კონკრეტული ხედვები, რომლებიც წარმატებისკენ წაიყვანს და განავითარებს ჩვენს ქალაქს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანაქალაქელები უარს იტყვიან წარსულში დაბრუნებაზე, ვინაიდან ბათუმი არის ევროპული ტიპის მწვანე ქალაქი, რომელსაც სჭირდება მომავალი განვითარება, ინოვაციური ხედვები და წამოწყებული პროექტების ბოლომდე მიყვანა“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდება.