logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე: მელია რომ არჩევნებს წააგებს, ეს ყველაზე კარგად თავად იცის, ამაზე მეტყველებს ბანერები - აბსოლუტურად ყალბი დაპირებებით
- +

18 ოქტომბერი. 2021. 21:36

 

 

„თბილისის ბიუჯეტი ამას ვერ გასწვდება, ფულს იშოვიან, საიდან? სწორია - ბიზნესების დარეკეტებით, საპროცესო გარიგებებითა და მოქალაქეების ტერორით“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ბანერებს.

 

ანჯაფარიძის ვარაუდით, მელიამ კარგად იცის, რომ არჩევნებს წააგებს.

 

„ნიკანორ მელია რომ თბილისის მერის არჩევნებს წააგებს, ეს ყველაზე კარგად თავად ნიკანორ მელიამ იცის. ამაზე მეტყველებს თუნდაც მისი საარჩევნო ბანერები, აბსოლუტურად ყალბი დაპირებებით თბილისელი პენსიონერებისთვის პენსიის 100 ლარით მომატებაზე და სხვა. ეს დამარცხებისთვის განწირულის ბანერებია! საიდან მოიტანს მელია ამ ფულს? საკუთარი ჯიბიდან გასაგებია არ ამოიღებს. თბილისის ბიუჯეტი ამას ვერ გასწვდება. შესაბამისად ფულს იშოვიან საიდან? სწორია - ბიზნესების დარეკეტებით, საპროცესო გარიგებებითა და მოქალაქეების ტერორით... არ იცვლება „ნაცმოძრაობა“ და ვერასოდეს შეიცვლება რამდენი შემადგენლობაც არ უნდა გამოიცვალოს“, - წერს ანჯაფარიძე facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner