logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე: თამარ ჟვანიას უზბეკეთში საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის დირექტორად დანიშვნით, მისი კომპეტენცია კიდევ ერთხელ დადასტურდა
- +

19 ოქტომბერი. 2021. 01:59

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გივი მიქანაძე თამარ ჟვანიას უზბეკეთში საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის დირექტორად დანიშვნას გამოეხმაურა. მისი თქმით, ამით კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა თამარ ჟვანიას კომპეტენციას.

 

„დღეს, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ თამარ ჟვანია დაინიშნა ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული, ამერიკული ორგანიზაციის ხელმძღვანელად, ამით კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა მის კომპეტენციას, პროფესიონალიზმსა და მისდამი სანდოობის ძალიან მაღალ ხარისხს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner