logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: ორჯერადად აცრილი 903 000 ადამიანიდან 11 000-ს დაემართა „კოვიდი“, უმრავლესობას არ დასჭირვებია ჰოსპიტალიზაცია
- +

19 ოქტომბერი. 2021. 03:00

 

 

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ აცრილ პირებს შორის მხოლოდ 11 000 ინფიცირდა კორონავირუსით, ხოლო კორონავირუსით გარდაცვლილთა შორის, აგვისტოს ბოლოს მონაცემებით, 23 იყო ორჯერად აცრილი.

გამყრელიძის განმარტებით, აღნიშნული ინფიცირებული პირები სხვადასხვა ვაქცინით იყვნენ აცრილები და ამ შემთხვევაში, რომელიმე ვაქცინის უპირატესობა არ გამოკვეთილა.

 

„ორჯერადად აცრილი არის 903 000. დიახ, ამ 903 000-დან 11 000-ს დაემართა „კოვიდი“, მაგრამ მათ უმრავლესობას არ დასჭირვებია ჰოსპიტალიზაცია. რა თქმა უნდა, ერთეულებია, სანამ არ გამოვა მიმოხილვა, ციფრებს არ დავასახელებ. არის გარდაცვლილებიც, დაგიდასტურებთ. აგვისტოს ბოლო რიცხვებით, 23 გარდაცვლილი გვყავდა ორჯერადად აცრილი, მაგრამ ყველა ამ შემთხვევაში და ეს ძალიან დეტალურად შეისწავლება, ვერბალურ აუტოფსიას ვეძახით ამას, ყველა იყო საკმაოდ მძიმე თანმხლები დაავადებებით. განასხვავეთ ახლა თქვენ, სამწუხაროდ, 9 000-მდე გარდაცვლილი, მათ შორის, 99 პროცენტი აუცრელი და აცრილებში – 23“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner