logo_geo
eng_logo
გიორგი გამსახურდია სააკაშვილზე: ზვიად გამსახურდიას ეთნიკურ წმენდაში ადანაშაულებდა
- +

19 ოქტომბერი. 2021. 02:24

 

 

 

„ამ ორი ადამიანის შედარება არის აბსოლუტურად კარიკატურული შედარება. როგორ შეიძლება ზვიად გამსახურდიასთან მერაბ კოსტავასთან და მიხეილ სააკაშვილთან ტოლობის ნიშანი დასვა“, - ამის შესახებ პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილმა, გიორგი გამსახურდიამ აჭარის ტელევიზიის ეთერში განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას - რატომ არის ოჯახისთვის ასე კატეგორიულად მიუღებელი პირველი და მესამე პრეზიდენტების ერთმანეთთან შედარება.

 

„თან ეს ადამიანი არც აიგივებდა წლების განმავლობაში თავის პიროვნებას. უფრო მეტიც,  მაღლა აყენებდა, სახელმწიფოს ფუძემდებლად, სახელმწიფოს შემქმნელად გვევლინებოდა და კიდევ ჰქონდა ამ ადამიანს განდიდების მანიის სხვადასხვა გამოვლინებები.

უფრო მეტიც, მისი ახალგაზრდობის წლები რომ გავიხსენოთ, 92 წელს მას მიცემული აქვს ინტერვიუ ყოველკვირეულ „პროსტთან“. ამას ნათელი პირადად მე მოვფინე, მე მივმართე „პროსტის“ რედაქციას, მაინტერესებდა, ამ კაცს ნამდვილად აქვს მიცემული მგსავსი სახის ინტერვიუ თუ ეს ვიღაცის ფანტაზიის ნაყოფი იყო. ოფიციალური წერილი, (მე შემიძლია ეს „სქრინებიც“ მოგაწოდოთ) გამომიგზავნა რედაქციამ არქივიდან ამოღებული და შემდეგ ჩვენ ეს ყველაფერი ვთარგმნეთ და მოვფინეთ ნათელი. იქ თავი ჰყავს მოხენიებული როგორც ოპოზიციის ყოფილი ლიდერი (თურმე ლიდერი ყოფილა 22-23 წლის მიშა) და მერე უკვე თავს ასაღებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლად უკრაინაში.

მეორე- სამხრეთ ოსეთად იხსენიებს სამაჩაბლოს რეგიონს და ზვიად გამსახურდიას ეთნიკურ წმენდაში ადანაშაულებს და ზუსტად იმ რუსულ ხაზს მიყვება რასაც ჩვენ წლების წინ მედვედევი გვეუბნებოდა და მერე ბოკერიამაც გაიმეორა იგივე“, - განაცხადა გამსახურდიამ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner