logo_geo
eng_logo
გიორგი გამსახურდია: მაშინ სააკაშვილმა სატყუარა გადაუგდო ზვიადისადმი სენტიმენტებით განწყობილ ადამიანებს...
- +

19 ოქტომბერი. 2021. 02:39

 

 

 

„მის [მიხეილ სააკაშვილი] პერიოდში დაწინაურდა მაგალითად შალვა ჯანაშვილი, რომელიც უშუალოდ აკაკი ელიავას და გოჩა გვილავას,  ხელაწეული ხალხის მკვლელობაში იღებდა მონაწილეობას. ასევე მირან გოჩაძე დაწინაურდა სპეციალური ოპერაციების ცენტრის უფროსად, რომელიც ახლა ყაჩაღობაზეა დაკავებული უკრაინაში. ეს ხალხი დაწინაურდა, ამ ხალხმა ჰპოვა პოლიტიკურ სადავეებთან წვდომა. იგივე ე.წ. რურუების კლანიც რომ ავიღოთ“, - ამის შესახებ პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილმა, გიორგი გამსახურდიამ აჭარის ტელევიზიის ეთერში ისაუბრა.

 

„მერე მხეცურად მოკლული, აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი ბრალდებით თენგიზ გოგია, ზვიად გამსახურდიას გვარდიის ერთ-ერთი ოფიცერთაგანი და ბევრი რამ... ბოლოს, მიწურულს მიშამ გაიხსენოს ბოლო პერიოდი, როდესაც მან მისცა მერაბ კოსტავას ეროვნული გმირის წოდება, ზვიად გამსახურდიას და სხვა ადამიანებს, რომლებიც რა თქმა უნდა ამას იმსახურებდნენ და ეს მიშა სააკაშვილის აღმოჩენდა ნამდვილად არ ყოფილა - ამით რაღაც გარკვეული სატყუარა გადაუგდო ზვიადისადმი სენტიმენტებით განწყობილ ადამიანებს და მის მომხრეებს. ბევრმა გულუბრყვილო ადამიანმა დაიჯერა ამის. მაგრამ ამ ყველაფრის ფონზე ეს არაფრის დიდებით არ ნიშნავს იმას, მიშა ზვიადის მომხრეა და მიშას შედარება ზვიადთან რამენაირად შეიძლება“, - განაცხადა გამსახურდიამ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner