„მინდა ვუთხრა ჯალათ მიშას, რომ მისთვის ციხეში ყოფნა უკეთესია. ქუჩაში რომ გამოვიდეს, ქართველი ხალხი მას ჩაქოლავს:, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა, დავით ოქიტაშვილმა განაცხადა.
„მე ვფიქრობ, რომ ასეთი აქციები უნდა გაგრძელდეს. მე მხარდამჭერა გამოვუცხადე ამ ძალადობრივი რეჟიმის მსხვერპლთა ოჯახებს. მინდა მივმართო ახალგაზრდა თაობას და ვუთხრა, რომ ეს ჯალათები ხელისფულებაში ვეღარ დაბრუნდებიან. უნდა დავიცვათ ახალგაზრდები, რომ ისინი ქუჩაში აღარ დაგვიხოცონ, ტყეში ყელი არ გამოჭრან, ამდენი ატირებული დედის ცრემლები რომ არ ნახოს ქვეყანამ. უნდა აღდგეს სამართლიანობა, რათა სხვამ ვეღარ გაბედოს ის, რაც გააკეთა „ნაცმოძრაობამ“. მე რაც გადამხდა, არაფერია იმასთან შედარებით, რასაც აქ ვუსმენდი. უბრალოდ მინდა ვუთხრა მოსახლეობას, რომ ნემსები დამაქვს თან, ახლაც ნემსი უნდა გავიკეთო, რომ ცუდად არ გავხდე. როგორ დავივიწყო ის წარსული, როცა ყოველი ნემსის დროს მტკივა და მახსენდება ის უბედურება, რაც ამ ჯალათებმა დამმართეს. დედაჩემი გახდა დიაბეტიკი, მამას ინსულტი დაემართა. როგორ შეიძლება ასეთი რაღაც დავივიწყო? მინდა ვუთხრა ჯალათ მიშას, რომ მისთვის ციხეში ყოფნა უკეთესია. ქუჩაში რომ გამოვიდეს, ქართველი ხალხი მას ჩაქოლავს“, - აცხადებს დავით ოქიტაშვილი.
რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც სასჯელს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იხდის, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს დაზარალებული პირების საპროტესტო აქცია გაიმართა.