დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5 739 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 082 პაციენტი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 664 813 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 614 855, გარდაიცვალა 9 510 პაციენტი.