logo_geo
eng_logo
მოპედების მძღოლებს AM კატეგორიის მართვის მოწმობის აღება მოუწევთ
- +

19 ოქტომბერი. 2021. 10:44

 

დღეს საკანონმდებლო ორგანოში საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება, სადაც ბიუროზე დამტკიცებულ საკითხებს განიხილავენ.

 

განსახილველ საკითხებს შორისაა საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილება, რომლის მიხედვითაც მოპედები უთანაბრდება მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს და მათზე გავრცელდება იგივე მოთხოვნები, რაც დადგენილია ნებისმიერი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისთვის.

 

პროექტის თანახმად, მფლობელებს მოუწევთ მოპედების რეგისტრაცია და ახალი ტიპის - AM კატეგორიის მართვის მოწმობის აღება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner