logo_geo
eng_logo
დღეს საქართველოს Nato-ს გენმდივნის ახლად დანიშნული სპეცწარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა ეწვევა
- +

19 ოქტომბერი. 2021. 10:46

 

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში Nato-ს  გენერალური მდივნის ახლად დანიშნული სპეციალური წარმომადგენელი საქართველოს ვიზიტს იწყებს.

 

მან ამ პოსტზე ჯეიმს აპატურაი ჩაანაცვლა და ჩვენს ქვეყანას პირველად დღეს ეწვევა. ხავიერ კოლომინას ვიზიტი ორდღიანია.

 

ის საოკუპაციო ხაზს ეწვევა და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. შეხვედრებს გამართავს პრემიერთან, პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner