logo_geo
eng_logo
ფოთში სამხატვრო სასწავლებლის რეაბილიტაცია ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდა
- +

19 ოქტომბერი. 2021. 10:51

 

ფოთის მუნიციპალიტეტში სამხატვრო სასწავლებლის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა. პროექტი ფონდმა „ქართუმ“ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად განახორციელა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, სამხატვრო სასწავლებლის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს და წლების განმავლობაში ავარიულ მდგომარეობაში იყო.

 

სამხატვრო სასწავლებელი იმ შენობათა შორისაა, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში მოღვაწე გერმანელი არქიტექტორის, ფრიკის მიერ არის დაპროექტებული.

 

შენობა სრულად იქნა აღდგენილი და დაუბრუნდა პირვანდელი სახე. აღდგენილია არქიტექტურული დეტალები, რაც მას უნიკალურობას სძენს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner