ფოთის მუნიციპალიტეტში სამხატვრო სასწავლებლის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა. პროექტი ფონდმა „ქართუმ“ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად განახორციელა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სამხატვრო სასწავლებლის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს და წლების განმავლობაში ავარიულ მდგომარეობაში იყო.
სამხატვრო სასწავლებელი იმ შენობათა შორისაა, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში მოღვაწე გერმანელი არქიტექტორის, ფრიკის მიერ არის დაპროექტებული.
შენობა სრულად იქნა აღდგენილი და დაუბრუნდა პირვანდელი სახე. აღდგენილია არქიტექტურული დეტალები, რაც მას უნიკალურობას სძენს.