logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: ფილმში ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიებია, მაგალითად, სერგო თეთრაძის საქმე...
- +

28 ივლისი. 2016. 02:24


სააკაშვილის მმართველობის 9+1- წელზე რეჟისორ გოგა ხაინდრავას მიერ გადაღებული 24-სერიიანი მხატვრული ფილმი უკვე დასრულებულია და მისი სატელევიზიო ჩვენება სექტემბრის დასაწყისში (ან აგვისტოს ბოლოს) დაიწყება. ფილმის სათაური შეცვლილია და ერქმევა - "ჰეროკრატია", მთავარ გმირს, პრეზიდენტს - ჰერო.


ფილმში არც ერთი პოლიტიკოსი პერსონაჟი თავიდან ბოლომდე იდენტიფიცირებული არ იქნება, თუმცა რეჟისორი ამბობს, რომ მათი ამოცნობა მაყურებელს შეეძლება.


იქნება მძიმედ საყურებელი ნაწილიც, სასამართლო პროცესები, წამებაც, სისასტიკეც და ასევე - კომიკური ნაწილიც. ფილმი ღამის 11 საათის შემდეგ გავა, გრიფით "+18". თითო სერია 40-წუთიანი იქნება.


 

„იმ მსხვერპლთა ვინაობა, ვინც ცოცხლები ვერ გადარჩნენ, იქნება ის, რაც რეალობაში იყო. მაგალითად, თეთრაძის გვარი არ შეგვიცვლია. ვინც ცოცხლები არიან, მათი გვარები შევცვალეთ. ასევე დასახელებული არ არის მოძალადეების რეალური ვინაობა. ყველას ვერ გამოვაჩენდით და კრების სახეებად გავაერთიანეთ. ძალადობის სიმბოლოები ჩამოყალიბდა და ვინ ვის ამოიცნობს ამ პერსონაჟებში, ეს მაყურებლისთვის მიგვინდვია. მოქმედებით მათი ამოცნობა შეიძლება.

 

ისტორიები ცნობადია. სცენები გამხატვრულებულია, თუმცა ფილმს საფუძვლად კონკრეტული, რეალური საქმეები უდევს, რომლებიც სასამართლოზე განიხილება და ფილმშიც სასამართლო პროცესები მიდის. ამის მითითებაც მოხდება.

 

თავიდანვე განსაზღვრული იყო 24 სერია, თუმცა სცენარი უფრო დიდია და არ ვიცი, ზუსტად როგორ იქნება. ჩვენ გეზი 24 სერიაზე გვქონდა აღებული და ის პრაქტიკულად თითქმის გადაღებულია. სხვადასხვა სერიაში ეპიზოდები აკლია. რამდენიმე ისტორია, რომელიც დაგეგმილი იყო, ფილმში ვერ შევიდა. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით იმიტომ, რომ მოცულობა გაიზარდა. ერთია დაწერილი სცენარი და მეორეა ვიზუალურ სივრცეში გადატანილი, განხორციელებული პროექტი. 24 სერია გვექნება იმ დროისთვის, როდესაც სერიალი ეთერში გავა, ეს იქნება აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის პირველ რიცხვებში.

 

უფრო ადრე გვინდოდა, მაგრამ ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატი დაემთხვა. თან, ჩვენი ფილმი შეზღუდულია დროით, %18-ია და ღამის 11 საათამდე ვერ ვაჩვენებთ. ჩემპიონატის შემდეგ უკვე ივლისი-აგვისტოა, რაც ყველაზე დაბალი ყურებადობის თვეა. როგორც წესი, ზაფხულში ფილმების ჩვენება არ ხდება, სეზონის დასაწყისი შემოდგომაა და ჩვენც შემოდგომაზე გავუშვებთ.

 

ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიებია. 1,800 ინტერვიუ ჩავიწერეთ სხვადასხვა საქმეებზე, მაგრამ ავირჩიეთ მხოლოდ ისინი, რომელშიც კარგად არის ასახული სახელმწიფოებრივი წნეხი და სისტემური დანაშაული. მაგალითად, სერგო თეთრაძის საქმე, სადაც პრეზიდენტიდან დაწყებული ციხის ბოლო თანამშრომლით დამთავრებული, მობილიზებული იყო იმისთვის, რომ ამ ადამიანისთვის სიცოცხლე მოესპოთ."- აცხადებს ხაინდრავა „რეზონანსტან" ინტერვიუში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner