logo_geo
eng_logo
ევროკომისიის პრეზიდენტი: პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეჭვქვეშ აყენებს ევროკავშირის საფუძვლებს
- +

19 ოქტომბერი. 2021. 13:08

 

„პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეჭვქვეშ აყენებს ევროკავშირის საფუძვლებს“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

 

„ამჟამად ევროკომისია ყურადღებით აფასებს ამ გადაწყვეტილებას. მაგრამ უკვე შემიძლია გითხრათ: მე ძალიან შეშფოთებული ვარ. ეს გადაწყვეტილება ეჭვქვეშ აყენებს ევროკავშირის საფუძვლებს. ეს არის პირდაპირი გამოწვევა ევროპული სამართლებრივი წესრიგის ერთიანობისათვის“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

 

7 ოქტომბერს, პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის კონსტიტუციის ევროკავშირის კანონმდებლობაზე უპირატესობა დაადასტურა. საკონსტიტუციო სასამართლომ თავის განჩინებაში ასევე განაცხადა, რომ ის უფლებამოსილია არა მხოლოდ ევროკავშირის კანონის კონსტიტუციურობა, არამედ ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებების კონსტიტუციურობაც შეამოწმოს.

 

18 ოქტომბერს, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის ლიდერებისთვის გაგზავნილ წერილში განაცხადა, რომ პოლონეთი ევროკავშირის ერთგული წევრია, თუმცა ძალაუფლების ჭარბ ცენტრალიზაციას ეწინააღმდეგება.

 

მატეუშ მორავეცკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი მთავრობა ბრიტანეთის მაგალითის გამეორებასა და პოლონეთის ევროკავშირიდან გაყვანას არ აპირებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner