logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: რიტორიკა არასდროს შემიცვლია, ყოველთვის ვეუბნები ძალადობას არას
- +

19 ოქტომბერი. 2021. 15:26

 

 

„კახა კალაძეს რიტორიკა არასდროს შეუცვლია, მოყოლებული 2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც პირველ ოქტომბერს გავიმარჯვეთ ძალადობაზე“, – ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მედიასთან კომენტირებისას განაცხადა.

 

მისივე განმარტებით, იქ, სადაც „ნაციონალური მოძრაობაა“, პოლიტიკური იდილია ვერ იქნება.

 

„როდესაც პოლიტიკური აგრესიისგან დაცლილ იდილიაზე ვსაუბრობთ, აქ „ნაციონალური მოძრაობა“ არასდროს არ და ვერ განიხილება. მიშას სექტა დაფუძნებულია ბოროტებაზე, სიძულვილზე და საერთოდ არ აინტერესებს ქვეყნის ბედი. რატომ ჰგონიათ, რომ მარტო თავად არიან პოლიტიკური ძალა? უამრავი პოლიტიკური პარტია და პოლიტიკოსია ქვეყანაში,“ – აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner