კავთისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ თვალადში სასმელი წყლის სათავის და ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში მოეწყო სოფლის სასმელი წყლის ახალი შიდა ქსელი, 15 მ3 და 50მ3 ტევადობის ორი ავზი, რკინაბეტონის ჭები, ტუმბო და სანიტარული ღობე.
სამუშაოს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „მამისონი“ ახორციელებს.
სამუშაოს ღირებულება 253 573 ლარია, რომელიც რეგიონალური განვითარების ფონდისა და კასპის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
„არსებული შიდა ქსელი ძველი და ამორტიზირებული იყო. ახალი ქსელი გაზრდის წყლის დებეტს და პროექტის დასრულების შემდეგ 500-მდე მოსახლეს სასმელი წყლის მიწოდება გაუუმჯობესდება“, - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.