logo_geo
eng_logo
ბათუმის მერია: მემედ აბაშიძის ქ. #56-ში მდებარე კორპუსის ნაკვეთური იმყოფება ავარიულ მდგომარეობაში, რომელიც საჭიროებს გადაუდებელი გამაგრებითი ღონისძიებების ჩატარებას
- +

19 ოქტომბერი. 2021. 16:52

 

 

როგორც მოგეხსენებათ, მემედ აბაშიძის ქ. 56-ში მდებარე კორპუსიდან, მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, 40-მდე ოჯახი იქნა გამოყვანილი. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დაადგინა, რომ ქ. ბათუმში, მემედ აბაშიძის ქ. #56-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მემედ აბაშიძის ქუჩაზე გამავალი ნაკვეთური იმყოფება ავარიულ მდგომარეობაში, რომელიც საჭიროებს გადაუდებელი გამაგრებითი ღონისძიებების ჩატარებას სპეციალურად დამუშავებული პროექტის მიხედვით, კვლევით ნაწილში მითითებული შენიშვნების გათვალისწინებით. რაც შეეხება მემედ აბაშიძის ქ. #56-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის 26 მაისის ქუჩაზე გამავალ ნაკვეთურს, მისი ტექნიკური მდგომარეობა ძირითადად დამაკმაყოფილებელია. აღნიშნული ნაკვეთური დღეის მდგომარეობით გადაუდებელი გამაგრებითი ღონისძიებების ჩატარებას არ საჭიროებს, თუმცა ორივე ნაკვეთური საჭიროებს როგორც მშენებლობის, ასევე ექსპლუატაციის პერიოდში მიღებული კონსტრუქციული გადაწყვეტილებების გადამოწმებას. კვლევით ნაწილში არსებული დეფექტები საჭიროა აღმოიფხვრას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner