logo_geo
eng_logo
თურქეთის ხელისუფლებამ 130 მედიასაშუალების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო
- +

28 ივლისი. 2016. 10:33



როგორც „CNN Turk" იტყობინება, საუბარია 130 ადგილობრივ გამოცემასა და ტელეარხზე, მათ შორის სამი საინფორმაციო სააგენტო, 45 ყოველკვირეული გაზეთი და 16 ტელეკომპანია.


ხელისუფლებამ ასევე 1 600-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურის, მათ შორის 149 გენერალისა და ადმირალის დათხოვნა დაანონსა.


გუშინ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ეფკან ალამ განაცხადა, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაკავებულთა შორის 10 000 სამხედრო მოსამსახურეა.


ანკარა მიიჩნევს, რომ გადატრიალების ორგანიზატორი აშშ-ში მცხოვრები  ფეთჰულა გიულენია, თუმცა ის ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner