logo_geo
eng_logo
თორნიკე რიჟვაძე: „ნაცმოძრაობასთან“, თანამედროვე ფაშიზმის შემქმნელებთან, თანამშრომლობა გამორიცხულია
- +

19 ოქტომბერი. 2021. 17:39

 

 

„ქალაქს და ბათუმს არ ექნება პრობლემები არც ბიუჯეტის დამტკიცების ნაწილში და არც სხვა საკითხებთან მიმართებაში. გვაქვს ძალიან დიდი რესურსი, როგორც ერთპიროვნული, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატების მონაწილეობით დავაკომპლექტოთ და შესაბამისად მოხდეს როგორც ქალაქის, ასევე მერიის და საკრებულოს შემადგენლობის დამტკიცება“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტებთან კომენტირებისას.

 

„ჩემთვის გასაკვირია, რა უხარიათ ნაცებს, ვისთან აპირებენ დასხდომას. „ნაცმოძრაობასთან“, თანამედროვე ფაშიზმის შემქმნელებთან, თანამშრომლობა გამორიცხულია, მითუმეტეს რაიმე სახის თანამდებობების გადანაწილება. დაელოდეთ, ეს ეიფორია გარკვეული გამარჯვების მუხტის შექმნის არის მოდელირებული ქრონიკების გაგრძელება. ნახავთ, რამდენიმე დღეში როგორ მორჩება მერის არჩევნები. უკვე მესამე არჩევნებია, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე, ხალხი გვიცხადებს უპრეცედენტო მხარდაჭერას“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner