„ჩემი ხელმოწერა, ციხიდან გათავისუფლებაზე, არ ეხება მარტო მიხეილ სააკაშვილს. ეს ეხება ზოგადად პრინციპს, თუმცა, კონკრეტულად ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის მაგალითზე ვამბობ ამას. ციხიდან და ციხეში საუბარი ადამიანთან, რომელიც იყო ხელისუფლების სათავეში 9 წლის განმავლობაში, არაა სწორი ფორმა დიალოგის“, - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა, გაზეთ „ქართულ აზრთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„პრინციპი, რომ მოქმედმა ხელისუფალმა წინა ხელისუფალი ციხეში ჩასვას და ისე ელაპარაკოს, არაა სწორი. ეს ეხება დღევანდელ პირველ პირსაც, რომელიც რაღაც დროის შემდეგ აღმოჩნდება ექს-ხელისუფალი. ზუსტად ამ პრინციპს თუ დავამკვიდრებთ, დღევანდელი ხელისუფლებაც აღმოჩნდება ციხეში და მომავალ ხელისუფლებასთან მოუწევს ციხიდან ლაპარაკი. მე ვამბობ, რომ ეს არასწორი პრინციპია. არავითარ შემთხვევაში არ ვგულისხმობ იმას, სააკაშვილს რამე დანაშაული აქვს თუ არა ჩადენილი“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.