logo_geo
eng_logo
ტოივო კლაარი: ევროკავშირი მზადაა, წვლილი შეიტანოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცებაში
- +

19 ოქტომბერი. 2021. 18:49

 

 

„ევროკავშირი მზადაა, წვლილი შეიტანოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცებაში“, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ტოივო კლაარმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრისას განაცხადა.

 

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს ოფიციალურ ბაქოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები და აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი ევროპული გაერთიანების საიმედო პარტნიორია.

 

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროკავშირის მზადყოფნას რეგიონში ნდობის ატმოსფეროს ჩამოყალიბებაში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner