logo_geo
eng_logo
ბარაქ ობამა: კლინტონი ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო პრეზიდენტობის კანდიდატია
- +

28 ივლისი. 2016. 10:34


დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ჰილარი კლინტონს ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო პრეზიდენტობის კანდიდატი უწოდა.


ობამას განმარტებით, ჰილარი კლინტონი, რომელიც სახელმწიფო მდივნის პოსტს იკავებდა, დიდი გამოცდილების მქონე ადამიანია და პოზიციებს არასდროს არ თმობს.


სიტყვით გამოსვლისას ბარაქ ობამამ კლინტონის მეტოქე დონალდ ტრამპზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტრამპის მიდგომები მეტისმეტად პესიმისტურია.


აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გაიმართება.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner