დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ჰილარი კლინტონს ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო პრეზიდენტობის კანდიდატი უწოდა.
ობამას განმარტებით, ჰილარი კლინტონი, რომელიც სახელმწიფო მდივნის პოსტს იკავებდა, დიდი გამოცდილების მქონე ადამიანია და პოზიციებს არასდროს არ თმობს.
სიტყვით გამოსვლისას ბარაქ ობამამ კლინტონის მეტოქე დონალდ ტრამპზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტრამპის მიდგომები მეტისმეტად პესიმისტურია.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გაიმართება.