logo_geo
eng_logo
გიორგი ბერიძე: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს სათავეში ღირსეული ადამიანი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძეა
- +

19 ოქტომბერი. 2021. 18:54

 

 

„დღეს მძლავრი, საქმესა და ვეტერანების საკითხებზე ორიენტირებული გუნდის წყალობით,  სამსახური არის ის ადგილი, სადაც მოგისმენენ, დაგაკვალიანებენ, დაგეხმარებიან სწორი გზის არჩევაში, შეეცდებიან, აგარიდონ „წრეზე ტრიალი“, ზედმეტი ბარიერები და ბიუროკრატიული წინააღმდეგობები...“ - ამის შესახებ გიორგი ბერიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„ეს წერილი მარტო სამადლობელი არ არის. ეს არის ჩემი პირადი ღირსების საკითხი... 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის პერიპეტიებსა და ჩემს ისტორიაზე რამდენჯერმე დავწერე... შემდეგ იყო  სამხედრო პირების მხრიდან შეგულიანება - ცხინვალამდე ჩახვედი და ომის ვეტერანის სტატუსი გეკუთვნისო...

 

აი, ამ სტატუსისთვის ბრძოლა, აბსურდის სპექტაკლი, დამამცირებელი არგუმენტები უარის თქმისა, ზერელე და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება საქმის მიმართ შვიდ წელიწადს გაგრძელდა... საქმე სასამართლომდეც მივიდა. ზუსტად ის ისტორია მეორდებოდა რაც არაერთხელ გვაქვს ნანახი ფილმში „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“, რომელზედაც აღარ მინდა საუბარი... აღარ მინდა გახსენება...

 

და დღეს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს სათავეში ღირსეული ადამიანი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძეა და...

 

დღეს მძლავრი, საქმესა და ვეტერანების საკითხებზე ორიენტირებული გუნდის წყალობით,  სამსახური არის ის ადგილი, სადაც მოგისმენენ, დაგაკვალიანებენ, დაგეხმარებიან სწორი გზის არჩევაში, შეეცდებიან აგარიდონ „წრეზე ტრიალი“, ზედმეტი ბარიერები და ბიუროკრატიული წინააღმდეგობები...

 

ასე მოხდა ჩემს შემთხვევაში. შევხვდი, მომისმინა, გაეცნო დოკუმენტებს და საქმესაც მსვლელობა მიეცა...

 

გენერალ-მაიორი კობა კობალაძე; სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი მიხეილ ხურციძე; ამავე დეპარტამენტში განყოფილების თანამშრომლები ნიკოლოზ წერეთელი და გია ედილაშვილი; საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი შორენა სიხარულიძე და სრულიად ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მოწოდების სიმაღლეზეა. მადლობა თქვენ თანადგომისთვის, ფარ-ხმალი რომ არ დამაყრევინეთ და სიმართლეს რომ აზეიმებინეთ!

 

განსაკუთრებული მადლობა ჩემს მეთაურ დავით თევდორაშვილს“, - წერს გიორგი ბერიძე.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner