logo_geo
eng_logo
კახა კალაძე ნიკა მელიას პასუხობს: როცა დებატებიდან გარბის, როცა არანაირი საარჩევნო პროგრამა არ წარმოუდგენიათ, ახლა გაახსენდათ დებატები, არჩევნებამდე რომ რამდენიმე დღეა დარჩენილი?!
- +

19 ოქტომბერი. 2021. 21:12

 

 

თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის შეფასებით, ნიკანორ მელიას შეთავაზება დებატებთან დაკავშირებით არის პოპულისტური.

 

„მაშინ, როცა დებატებიდან გარბის, სტუდიაში ხულიგნობს და ილანძღება; მაშინ, როცა მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ჩემი ლანძღვით, ჩემი ოჯახის შეურაცხყოფით იყვნენ დაკავებული, არანაირი ხედვა, არანაირი საარჩევნო პროგრამა თბილისთან დაკავშირებული არ წარმოუდგენიათ, ახლა გაახსენდათ დებატები?! არჩევნებამდე რომ რამდენიმე დღეა დარჩენილი?! რამდენიმე დღეა, ორი დაპირება გააჟღერეს და ისიც ძალიან დიდი ტყუილი. აი, ეს არის ჩემი პასუხი“, – აღნიშნა კახა კალაძემ საქართველოს პირველი არხთან.

 

კითხვაზე, როგორ ფიქრობთ, დღეს რატომ შემოგთავაზათ მელიამ დებატები, კალაძე პასუხობს – „ძალიან მარტივია. ეს არის პოპულისტური განცხადება, მეტი არაფერი“.

 

შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს საქართველოს პირველი არხის ეთერში გაიმართა დებატები თბილისის მერობის 18-ვე კანდიდატს შორის. ნიკანორ მელიამ უარი განაცხადა დებატებში კახა კალაძესთან ერთად მონაწილეობაზე და შესავალი სიტყვის შემდეგ სტუდია დატოვა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner