logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: უპრეცედენტო მასშტაბის სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება
- +

28 ივლისი. 2016. 10:36


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უპრეცედენტო მასშტაბის სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება. მისი თქმით, 65 მილიონი დოლარის კანადური და სლოვაკური ინვესტიცია განხორციელდება.


სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს როგორც სპორტის, ისე ტურიზმის განვითარებას.


 

„ეს ინვესტიცია, რომელიც განხორციელდება, 130 მილიონზე მეტის, სპორტის განვითარებას, ასევე სპორტული ტურიზმის განვითარების შეუწყობს ხელს, რადგან ძალიან დიდია ინტერესი მეზობელი ქვეყნების მხრიდან, რომ ერთობლივი შეკრებები ჩატარდეს", - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.


მისივე თქმით, ბოლო ოთხი წლის მანძილზე სპორტული ინფრასტრუქტურის თუ ღონისძიების მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან ნახევარ მილიარდ ლარზე მეტია დახარჯული.


„ამას შესაბამისი შედეგი აქვს, რადგან საქართველო რეგიონული ცენტრი გახდა სპორტული თვალსაზრისით", - აღნიშნა მინისტრმა.



 

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, უნდა მოიძებნოს ისეთი მოდელი კერძო და საჯარო სექტორებს შორის, რომ სერვისები შემდგომში მოსახლეობის ფართო ფენისთვის იყოს ხელმისაწვდომი.

 

 

„იქნებ მოვძებნოთ საჯარო და კერძო სექტორებს შორის სწორი მოდელი, რომ ეს სერვისებში შემდგომში მოსახლეობის ფართო ფენებისთვის იყოს ხელმისაწდომი და მეორე მხრივ, იყოს ჯანსაღი ბიზნესმოდელი, რომლითაც იმართება ეს ინფრასტრუქტურა, რადგან  სახელმწიფო არ გახდეს კონკურენტი უკვე არსებული ინფრასტრუქტურის. უნდა მოიძებნოს სწორი პარტნიორობის მოდელი, რათა კონკურენტული გარემო არ დავაზიანოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გრძელვადიან პერიოდში ჩვენ არ ვიყოთ ამის მმართველი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner