logo_geo
eng_logo
სოფელ ნაფარეულთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
- +

19 ოქტომბერი. 2021. 22:30

 

თელავის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. სოფელ ნაფარეულთან დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, დაზიანდა კიდევ ერთი მსუბუქი მანქანა.

შეჯახების შედეგად ერთ-ერთი ავტომობილის მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა.

მედიკოსების შეფასებით, სხვა მგზავრების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner