პარლამენტის თავამჯდომარე კახა კუჭავამ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან, ხავიერ კოლომინასთან შეხვედრა შეაფასა.
„სასიამოვნო იყო ხავიერ კოლომინასთან შეხვედრა და მივესალმები მის დანიშვნას სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად. ძალიან ვაფასებთ მის მისწრაფებას, ხელი შეუწყოს საქართველოს, როგორც ნატოს ასპირანტი და მომავალი წევრის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“, - წერს კუჭავა Twitter-ზე.