logo_geo
eng_logo
ბესო ჩუბინიძე: ეს კაცი, გოჩა ხარატიშვილია და დღეს, იქეთ ესაჭიროება ჩვენი დახმარება
- +

20 ოქტომბერი. 2021. 02:07

 

 

ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„სამწუხაროდ ჩემს სამუშაო პროფილ-გვერდზე ვერ ვდებ ხოლმე მსგავსი ტიპის განცხადებებს გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ ეს გამონაკლისია, რადგან ამ კაცთან წლების წინ თანამშრომლობა მაკავშირებდა.

 

20-25 წლის წინ გავიცანი და თავიდანვე სულ ფუსფუსებდა, დადიოდა, საქმეს აკეთებდა, მთელი თავისი ცხოვრებაა საქართველოში საცირკო ხელოვნების განვითარებას ემსახურებოდა, რასაც შეეძლო და როგორც შეეძლო ისე აკეთებდა.

 

ეს კაცი, გოჩა ხარატიშვილია და დღეს კი, იქეთ ესაჭიროება ჩვენი დახმარება, უკვე ელემენტარული საარსებო საშულებები აღარ აქვს!

დიდ სიღატაკეში ცხოვრობს კოჯორში, 5 კვ.მ ოთახში მარტოხელა ადამიანია, არავინ აყავს, ვინც მისთვის ყოველდღიურად იზრუნებს.

ეს მისი ანგარიშის ნომერია საქართველოს ბანკის GE94BG0000000388845346 თითო ლარსაც კი, მნიშვნელობა ექნება ამ ადამიანისთვის

თუ ვინმეს პროდუქტების გატანების სურვილი გექნებათ  მე შემეხმიანეთ, ჩემთან მოვაგროვებ რედაქციაში (წერეთელზე) და კოჯორში მანქანით ავუტან - ზეთი, კარტოფილი, შაქარი, მარილი, ნახევარფაბრიკატები, მაკარონი... რავიცი რაც შეიძლება, რომ ადამიანმა გამოიყენოს თავის გამოსაკვებად

 

პირადადაც შეგიძლიათ ააკითხოთ და აუტანოთ (ტელეფონის ნომერი მე მაქვს და თუ ვინმეს გინდათ პირადში მოგწერთ)“, - წერს ჩუბინიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner