logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: აქამდე თუ შეგვეძლო 800-მდე პაციენტის გატარება, ახლა ავდივართ თვეში 3 000 პაციენტზე
- +

28 ივლისი. 2016. 10:38


ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომაზე C ჰეპატიტის პროგრამაზე ისაუბრა. მისი თქმით, პროგრამა წარმატებით ხორციელდება და მას უკვე რეალური შედეგი აქვს. სერგეენკოს განცხადებით, თუ თავიდან, თვეში, 800-მდე პაციენტს შეეძლო პროგრამით ესარგებლა, დღეს ეს რიცხვი 3000-მდეა გაზრდილი. 



შარშან, აპრილში დაიწყო პროგრამა. იმისთვის, რომ პროგრამა დაწყებულიყო, მთავრობის მთავარი პრიორიტეტი ჯანდაცვა უნდა ყოფილიყო. ეს გახდა მთავარი წინაპირობა, რომლითაც დაიწყო. ჩვენ მოგვეცა ამის შესაძლებლობა. შარშან, აპრილიდან დღევანდელი დღის ჩათვლით, 12 ათასზე მეტი ადამიანი ჩაერთო პროგრამაში. 5 000-ზე მეტმა უკვე დაასრულა მკურნალობა. ეს არის ძალიან მაღალი წარმატების პროცენტი. 92%-მა მიიღო სრული განკურნება. ამით გადავედით უფრო მაღალი გენერაციის პრეპარატზე და მნიშვნელოვნად გავზარდეთ პაციენტთა ნაკადი. აქამდე თუ შეგვეძლო 800-მდე პაციენტის გატარება, ახლა ავდივართ თვეში 3 000 პაციენტზე. ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან დიდი შვება 150 ათასი პაციენტისათვის, რომელიც სამწუხაროდ, საქართველოში ამ დაავადებითაა ინფიცირებული", - განაცხადა სერგეენკომ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner