logo_geo
eng_logo
ივანე ჩხაიძე: ქვეყანაში კიდევ ორჯერ აცრილი 800 000 ადამიანი უნდა იყოს, რომ ვირუსმა ცირკულაცია შეწყვიტოს
- +

20 ოქტომბერი. 2021. 10:33

 

 

 

„COVID 19-ის გავრცელება კვლავ კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. ქვეყანაში კიდევ 800 000 ორჯერ აცრილი ადამიანი უნდა იყოს, რომ ვირუსმა ცირკულაცია შეწყვიტოს“, – ამის შესახებ „ქრონიკას“ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განუცხადა.

 

მისი თქმით, საქართველოს ყველა ბერკეტი ჰქონდა პანდემია 2021 წლის ბოლოს დასრულებულიყო, თუმცა, აცრის დღიური მაჩვენებლის შემცირების გამო, იმუნიზაციის ეროვნული გეგმა ვერ განხორციელდა.

 

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 670 552 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 616 937, გარდაიცვალა 9 546 პაციენტი.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმო-მ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner