logo_geo
eng_logo
ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ბოკო ჰარამმა“ 50 ბავშვი თვითმკვლელ ტერორისტად აქცია
- +

28 ივლისი. 2016. 11:04



გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ჰუმანიტარულ საკითხებში, სტივენ ო'ბრაიენმა განაცხადა, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ბოკო ჰარამმა" თვითმკვლელ ტერორისტებად 50 ბავშვი აქცია.


მისი ინფორმაციით, თვითმკვლელმა ტერორისტმა ბავშვებმა ოთხი აფრიკული ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელეს ტერაქტები.


გაერო-ს წარმომადგენლის თქმით, „ბოკო ჰარამი" ნიგერიის ტერიტორიაზე „წარმოუდგენელ" ძალადობას და სისასტიკეს ჩადის.


გაერო-ს შეფასებით, დაჯგუფების ქმედებების გამო 9 მილიონ ადამიანს ჰუმანიტარული დახმარება ესაჭიროება, აქედან 7 მილიონი - ნიგერიელია.


ორგანიზაციის ცნობით, ნიგერიის ბორნოს შტატში, რომელიც მანამდე „ბოევიკების" კონტროლის ქვეშ იყო, 250 000 ბავშვი შიმშილობს.


„ბოკო ჰარამი" 2015 წელს დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს" შეუერთდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner