გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ჰუმანიტარულ საკითხებში, სტივენ ო'ბრაიენმა განაცხადა, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ბოკო ჰარამმა" თვითმკვლელ ტერორისტებად 50 ბავშვი აქცია.
მისი ინფორმაციით, თვითმკვლელმა ტერორისტმა ბავშვებმა ოთხი აფრიკული ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელეს ტერაქტები.
გაერო-ს წარმომადგენლის თქმით, „ბოკო ჰარამი" ნიგერიის ტერიტორიაზე „წარმოუდგენელ" ძალადობას და სისასტიკეს ჩადის.
გაერო-ს შეფასებით, დაჯგუფების ქმედებების გამო 9 მილიონ ადამიანს ჰუმანიტარული დახმარება ესაჭიროება, აქედან 7 მილიონი - ნიგერიელია.
ორგანიზაციის ცნობით, ნიგერიის ბორნოს შტატში, რომელიც მანამდე „ბოევიკების" კონტროლის ქვეშ იყო, 250 000 ბავშვი შიმშილობს.
„ბოკო ჰარამი" 2015 წელს დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს" შეუერთდა.