logo_geo
eng_logo
ნინო ლაბარტყავა: ადამიანი იმას რომ იტყვის, ნაცების დრო უკეთესი იყოო, სერიოზულად არის გამოსაკვლევი...
- +

7 მარტი. 2016. 05:38

ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა „ნაციონალური მოძრაობის" მომხრეებს მიმართავს და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:


აუჰ, აი, საერთოდ არ მაქვს მე თქვენი, ნაცების ნერვები, ყველას კომენტარ-კომენტარ ვერ გამოგეკიდებით და მოდით, ასე შევთანხმდეთ: გეთერსან ჩემი ფბ-დან, რა,საყვარლებო. ახლა ეგღა მაკლია, „ოცნება“ მაპრავებინოთ. დღეს ადამიანი იმას რომ იტყვის, ნაცების დრო უკეთესი იყოო, სერიოზულად არის გამოსაკვლევი...


ხო, აღიარებითი ჩვენებების მისაღებად დასკოჩილი კაცების  ხმარების დრო უკეთესი იყო თქვენთვის;
ბიზნესმენებს რომ ბიზნესებს ღამე აფორმებინებდნენ სიმბოლურ ფასად და „ვდაბავკე“ ოჯახის წევრების დაჭერით ემუქრებოდნენ, ეტყობა, ის უკეთესი დრო იყოთქვენთვის;


ისიც უკეთესი იყო ალბათ, ნარკოტიკებს რომ უდებდნენ ადამიანებს და პურის მოპარვაზე რომ 7 წელს გაურჭობდნენ საწყალ კაცს;


ის დრო უკეთესი იყო  რა თქმა უნდა, შიშით ხალხი საკუთარ აზრს რომ ვერ გამოთქვამდა ხმამაღლა;


ტოტალური მოსმენები, პირადი ცხოვრების ფარული ჩაწერები რომ ხდებოდა, აი, ის დრო იყო უკეთესი, კაცო, აბა რა?! შადრევანს და გარე ფასადს რომ არემონტებდნენ და ეს რომ ქვეყნის შენება ეგონათ, აი, ის დრო სასწაული იყო;


ხალხს პურის ფული რომ ენატრებოდა და ზოგიერთი ჩინოვნიკი „ბიძერი“ საკუთარ ცოლ-შვილს პარიზებში და ამერიკებში რომ უშვებდა სასწავლებლად/დასასვენებლად, ის დრო სასწაულად მაგარი იყო;


ხო, ის დრო სჯობდა, ციხეში პატიმრები წამებაში რომ კვდებოდნენ და ახლა რომ კახიშვილი „საკაიფო" რეფორმებს ატარებს, ეს თურმე რა სისულელეა, ვინ იმჩნევს?


ის დრო სჯობდა, კაცო, სასამართლო გადაწყვეტილებების მხოლოდ 0.01% რომ იყო გამამართლებელი, აბა რა, სჯობდა, რაზეა საუბარი;
და რამდენი მიზეზი ჩამოვთვალო, რის გამოც „ის დრო სჯობდა....“


ახლა ამ ყველაფრის გახსენებაზე უფრო მაგრად მომეშალა ნერვები და კეთილი ინებეთ, ნაცებო, და მშვიდად, წყნარად აეწაპნეთ ჩემი ფბ-დან, კიდევ აქეთ რომ ხართ გონორზე!"-
წერს ლაბარტყავა. 

right_banner right_banner
არქივი
right_banner