logo_geo
eng_logo
რომის პაპი ფრანცისკე: ჩვენ ვიმყოფებით საომარ მდგომარეობაში
- +

28 ივლისი. 2016. 11:07



რომის პაპის განცხადებით, ევროპაში განხორციელებული ბოლო თავდასხმები მიანიშნებს, რომ მსოფლიო საომარ მდგომარეობაშია.


BBC-ს ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება ფრანცისკემ ჟურნალისტებთან საუბარში, საფრანგეთში კათოლიკე სასულიერო პირის მკვლელობის კომენტირებისას გააკეთა.


 

„ჩვენ მუდმივად გვესაუბრებიან უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, თუმცა, რეალურად, ის რაც ხდება, არის ომი. სიმართლის აღიარების აღარ უნდა გვეშინოდეს. ჩვენ ვართ საომარ მდგომარეობაში, რადგან მშვიდობა დავკარგეთ.

 

როდესაც ვსაუბრობ ომზე, მე ვგულისხმობ ომს ინტერესებისთვის, ფულისთვის, რესურსებისთვის და არა რელიგიისთვის. ყველა რელიგიას სურს მშვიდობა, ომი კი სხვა ადამიანებს უნდათ", - განაცხადა რომის პაპმა.

 

რომის პაპი დღეს პოლონეთს ეწვია, სადაც „ახალგაზრდობის მსოფლიო დღის" ფესტივალზე ათასობით კათოლიკეს წინაშე სიტყვით წარდგება. დაგეგმილია ასევე პოლონეთის პრეზიდენტთან შეხვედრა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner