logo_geo
eng_logo
ბესო ჩუბინიძე: ეს კაცი, გოჩა ხარატიშვილია და დღეს კი, იქით ესაჭიროება ჩვენი დახმარება!
- +

20 ოქტომბერი. 2021. 14:34

 

„ეს კაცი, გოჩა ხარატიშვილია და დღეს კი, იქით ესაჭიროება ჩვენი დახმარება, უკვე ელემენტარული საარსებო საშულებები აღარ აქვს!“- ამის შესახებ ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„სამწუხაროდ, ჩემს სამუშაო პროფილ-გვერდზე ვერ ვდებ ხოლმე მსგავსი ტიპის განცხადებებს გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ ეს გამონაკლისია, რადგან ამ კაცთან წლების წინ თანამშრომლობა მაკავშირებდა

 

20-25 წლის წინ გავიცანი და თავიდანვე სულ ფუსფუსებდა, დადიოდა, საქმეს აკეთებდა, მთელი თავისი ცხოვრებაა საქართველოში საცირკო ხელოვნების განვითარებას ემსახურებოდა, რაც შეეძლო და როგორც შეეძლო, ისე აკეთებდა

 

ეს კაცი, გოჩა ხარატიშვილია და დღეს კი, იქით ესაჭიროება ჩვენი დახმარება, უკვე ელემენტარული საარსებო საშულებები აღარ აქვს!

 

დიდ სიღატაკეში ცხოვრობს კოჯორში, 5 კვ.მ ოთახში მარტოხელა ადამიანია, არავინ ჰყავს, ვინც მისთვის ყოველდღიურად იზრუნებს.

 

 ეს მისი ანგარიშის ნომერია საქართველოს ბანკში GE94BG0000000388845346. თითო ლარსაც კი, მნიშვნელობა ექნება ამ ადამიანისთვის

 

თუ ვინმეს პროდუქტების გატანების სურვილი გექნებათ,  მე შემეხმიანეთ, ჩემთან მოვაგროვებ რედაქციაში (წერეთელზე) და კოჯორში მანქანით ავუტან - ზეთი, კარტოფილი, შაქარი, მარილი, ნახევარფაბრიკატები, მაკარონი... რა ვიცი, რაც შეიძლება, რომ ადამიანმა გამოიყენოს თავის გამოსაკვებად

 

პირადადაც შეგიძლიათ ააკითხოთ და აუტანოთ (ტელეფონის ნომერი მე მაქვს და თუ ვინმეს გინდათ, პირადში მოგწერთ).“ - წერს ბესო ჩუბინიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner