მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის სხდომა „რესპუბლიკელი" მინისტრების გარეშე მიმდინარეობს. მთავრობის სხდომას არც თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და არც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი არ ესწრება.
უწყების განმარტებით, ხიდაშელს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თანამდებობა ჯერ არ დაუტოვებია.
თავდაცვის სამინისტროში ხიდაშელის სხდომაზე გამოუცხადებლობას ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში" მიმდინარე სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2016"-ს უკავშირებენ.