„ხაზგასმით ვამბობ ირაკლი ღარიბაშვილზე, რომ ეს არის პრემიერი, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდება ახლა ჩვენს ერს! მისი განათლება, მისი ქართველობა, ოჯახიშვილობა, მისი სიმტკიცე, მოთმინების უნარი და ობიექტურობა ახლა ზედგამოჭრილია საქართველოსთვის”, - ამის შესახებ მსახიობმა ზაზა პაპუაშვილმა გაზეთ „ქართულ აზრთან“ ინტერვიუში საუბრისას განაცხადა.
„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აჩევნების მეორე ტური მშვიდ გარემოში ჩატარდება და ღირსეულ კანდიდატებს ავირჩევთ. ნელ-ნელა, მაგრამ მაინც, წინ მივდივართ, აუცილებელია თანამდებობების გაწმენდა რამდენიმე ადამიანისგან, ასევე სწორი საკადრო პოლიტიკა, რეფორმები და იმ კანონების შეცვლა, რაც წინსვლაში ხელს გვიშლის. თანხმობით უნდა ვიცხოვროთ. უნდა გადაიხედოს ეკონომიკა, ბანკების მოგებები, რომელ ბიზნესმენს რა გაუკეთებია ქვეყნის სასიკეთოდ! ყველაფერს ხელშეუხებელს ხდიან, - მოდი ეკლესიას ნუ შევეხებით, ბანკებს ნუ შევეხებით, ბიზნესს ნუ შევეხებით! - ასე არ შეიძლება! გვჭირდება სწორი იდეოლოგია, სწორი რუკა, სწორი ორიენტაცია. იმიტომ ვირჩევთ ხელისუფლებას, რომ ხელისუფლებამ თავის მოსახლეობასთან ერთად, კარგად უნდა გაიგოს ეს საწუხარი. ხაზგასმით ვამბობ ირაკლი ღარიბაშვილზე, რომ ეს არის პრემიერი, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდება ახლა ჩვენს ერს! მისი განათლება, მისი ქართველობა, ოჯახიშვილობა, მისი სიმტკიცე, მოთმინების უნარი და ობიექტურობა ახლა ზედგამოჭრილია საქართველოსთვის. პირფერობა არ მჩვევია, ასე ვფიქრობ და ამიტომაც ვამბობ! არ შეიძლება, ქვეყანამ უყუროს ლიდერს, რომელიც ლერწამივით აქეთ-იქით იხრება, არადა, ძალიან ბევრი ასეთი ლიდერი გვყოლია. ახლა გვჭირდება სიმტკიცე, სიმკაცრე და დისციპლინა, კანონის აღსრულება. მხარში უნდა დავუდგეთ ერთმანეთს. ეს მთავრობა ჩვენი არჩეულია, მაგრამ შეცდომებზე უნდა მივუთითოთ, რადგან ენის მოჩლექას ქვეყნისთვის კარგი არაფერი მოუტანია“, - განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.