logo_geo
eng_logo
ზაზა პაპუაშვილი: ორპოლუსიანობა უნდა დამთავრდეს!
- +

20 ოქტომბერი. 2021. 17:06

 

 

მიზეზი ბევრია, რაც ხელისუფლებამ უნდა გააანალიზოს, საკუთარ თავში ჩაიხედოს! პირველ ტურში არ მივიდა ბევრი ადამიანი იმიტომ, რომ ამით ხელისუფლებას აგრძნობინა თავისი უკმაყოფილება, გაუგზავნა სიგნალი, რომ ბევრი რამ გამოსასწორებელია. ზოგი შეგნებულად არ წავიდა არჩევნებზე, ხალხს აქვს თავისი მოსაზრება და ის იყენებს თავის ძალაუფლებას ისე, როგორც სწორად მიაჩნია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქართველი საზოგადოება იმ კრიმინალებს გადააბარებს ხელისუფლებას, რომლებსაც უკვე რვაჯერ უთხრა უარი“,  - ამის შესახებ მსახიობმა ზაზა პაპუაშვილმა გაზეთ „ქართულ აზრს“ განუცხადა.

 

უნდა ვიცოდეთ, რომ საკუთარ ერს არ უნდა გავებუტოთ, არ შეიძლება ქვეყნის ბედთან თამაში. ეს არის ბრძოლა, ბრძოლა მიდისკაკებეშნიკებთანარა იარაღით, არამედ კოლაბორაციებით, რყევებითა და მუდმივი ქაოსით. ვინ-ვინ და რუსეთმა კარგად იცის, რას ნიშნავს გაერთიანებული, მშვიდი და განვითარებული საქართველო, რის საშუალებასაც არ გვაძლევენ სწორედ ასეთი ადამიანების ხელშეწყობით.

 

ორპოლუსიანობა უნდა დამთავრდეს და თუ მაგრად დავდგებით, დამთავრდება კიდევაც. „ნაციონალებიარ შეიძლება, პოლიტიკაში დარჩნენ, ეს პოლიტიკური პარტია საერთოდ უნდა გაქრეს და ადამიანები, ვისაც დანაშაული მიუძღვის, პასუხისმგებლობაში უნდა მიეცნენ. ერი ძლიერია, მყარია და თავის ადგილზე დგას. თუმცა, თუ ტელევიზიების თვალით შევხედავთ ჩვენს ქვეყანას, ამას ვერ დავინახავთ. ცხოვრება უფრო მშვენიერია, ვიდრე ამას ტელეარხებით აჩვენებენ. ეს არის კოლაბორაციული სექტის, მეხუთე კოლონის, კაკებეშნიკების შემოტევა, ჩვენი ვალია, ვიდგეთ მაგრად და გავუძლოთ ნებისმიერ დარტყმას.

 

უვიცობა, უწიგნურობა, უსულგულობა, ბოროტება, თავიანთი კომპლექსების ზეიმი, გზააბნეულობა, ყველაფერი უბედურება სჭირს დღეს .. მასმედიას. რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება. ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს არ ეხება კვალიფიციურ ჟურნალისტებს, ყველას არ შეიძლება ერთი იარლიყი მივაწებოთ. ჟურნალისტიკა არის ძალიან დიდი ძალა და უნდა იყოს სიმართლის მცველი, ანალიზის წყარო, მართალი სიტყვის ქომაგი. ძალიან მაღალი დანიშნულება აქვს ჟურნალისტიკას, მაგრამ ესენი რასაც აკეთებენ, კატასროფაა. თუმცა იმედია, ეს უმეცრება მალე დასრულდება“, - განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner