logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა: ირინა ენუქიძის საფლავზე მიდით სათითაოდ მთელი „ნაცმოძრაობა“ და სთხოვეთ პატიება! იქნებ და შეგინდოთ
- +

20 ოქტომბერი. 2021. 17:38

 

 

„გამოსწორდნენ?! ანუ ვანო მერაბიშვილი აწი ორ გვამს აღარ მოითხოვს? მისი ცოლი ღამის 3 საათზე ახალაიების სუფრებზე აღარ გამოტყვრება და მერე გირგვლიანის ცემას არ დაავალებს თანამეინახეებს? გამთენიაზე დაკეტილ რესტორნებს აღარ გააღებინებს მუქარით  მეპატრონეს  და დოლარების დასტებს სტრიპტიზის მოცეკვავე ბიჭებს არ ჩაუტენის საცვლებში? თუ ახალაია გამოსწორდება და ციხეში ბუნტისას არ დახვრეტს პატიმრებს? თუ სააკაშვილი არ  შემოაგდებს აქციის მერე გვამს სახურავზე, თუ ერეკლე კოდუა არ ჩაცხრილავს მძინარე კაცს და არ დაუწყობს გვერდით ავტომატებს და ნარკოტიკებს?! აღარ დაგვარბევენ? აღარ მოგვკლავენ? აღარ დაგვაშინებენ? დასაჭერთა და გასაყრელთა სიებს აღარ შეადგენენ? რომ ვაპატიოთ, გვთხოვეს პატიება? მოინანიეს? ჰოდა, ვპატიობთ მათ, ვინც ბოდიშს მაინც უხდის ერს საჯაროდ“, - ამის შესახებ ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში წერს.

 

„მართლა ამნეზია სჭირს თუ რა ხდება ამ ხალხს? გასაგებია, რომ ბევრი რამ ისე არაა, როგორც გვინდა, „ოცნების“ მხარდამჭერები თქვენ მართლა მონები ხომ არ გგონივართ? ჩვენც ვხედავთ ნაკლს, შეცდომებსაც და ვხედავთ წარმატებასაც, წელიწადში ერთხელ პრემიერების ცვლამ ბევრად უკან დაწია ქვეყანა, ერთ პრემიერს თავის გუნდი მოჰყავდა, სანამ  ისინი საქმეს დაიწყებდნენ, უკვე ახალი მოდიოდა და ეს ბევრად აჩერებდა ქვეყნის წინსვლას.

 

ვხედავთ, ბატონო, ვხედავთ და ხშირად ვაკრიტიკებთ კიდეც  გასაკრიტიკებელს მაგრამ ის რომ დაგავიწყდეს, რას აკეთებდა სააკაშვილი, მერაბიშვილი, ახალაიები, მეგის ქარდავები, ამის დავიწყება როგორ შეიძლება.

 

გამოსწორდნენ?! ანუ ვანო მერაბიშვილი აწი ორ გვამს აღარ მოითხოვს? მისი ცოლი ღამის 3 საათზე ახალაიების სუფრებზე აღარ გამოტყვრება და მერე გირგვლიანის ცემას არ დაავალებს თანამეინახეებს? გამთენიაზე დაკეტილ რესტორნებს აღარ გააღებინებს მუქარით  მეპატრონეს  და დოლარების დასტებს სტრიპტიზის მოცეკვავე ბიჭებს არ ჩაუტენის საცვლებში? თუ ახალაია გამოსწორდება და ციხეში ბუნტისას არ დახვრეტს პატიმრებს? თუ სააკაშვილი არ  შემოაგდებს აქციის მერე გვამს სახურავზე, თუ ერეკლე კოდუა არ ჩაცხრილავს მძინარე კაცს და არ დაუწყობს გვერდით ავტომატებს და ნარკოტიკებს?! აღარ დაგვარბევენ? აღარ მოგვკლავენ? აღარ დაგვაშინებენ? დასაჭერთა და გასაყრელთა სიებს აღარ შეადგენენ? რომ ვაპატიოთ, გვთხოვეს პატიება? მოინანიეს? ჰოდა, ვპატიობთ მათ, ვინც ბოდიშს მაინც უხდის ერს საჯაროდ.

 

ირინა ენუქიძის საფლავზე მიდით სათითაოდ მთელი „ნაციონალური მოძრაობა“ და ირინას სულს სთხოვეთ პატიება! იქნებ და შეგინდოთ. მერე, იქნებ და ჩვენც შეგვეცოდოს თქვენი დუჟმორეული პატიმარი სააკაშვილი და არ ვიღლიცინოთ მის შიმშილობაზე. თქვენ არაფერი გამოგასწორებთ, თქვენ ადამიანების დამცირების, შეურაცხყოფის მეტი არაფერი გიკეთებიათ, ამიტომაც ჩვენი და უმრავლესობის არჩევანია „ქართული ოცნება“, რომელმაც ამ არჩევნების მერე საკუთარ თავზეც ბევრი უნდა იმუშაოს და ხალხთან დგომა ისწავლოს! თითო-ოროლა ჩინოვნიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანს, თქვენთანაც ბევრი დასასჯელია, მოსახსნელია და საერთოდ დროა,  პროფესიონალების დაფასება ისწავლოთ! დღეს კი სწორედ ამიტომაც  ჩემი არჩევანია 41!“ - წერს ნინო ჯღარკავა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner