logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ამ კაცმა (სახის ყოველი ნაკვთი შაქრო პაპაი ღობესავით რო აქ მიჭყლეტილი), ვერ გაუბედა, „ოცნებაში“ რო ვმოღვაწეობდი, მეც ბნელი ვიყავიო?
- +

20 ოქტომბერი. 2021. 18:08

 

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში „ტვ პირველის“ წამყვანების, ბუკა პეტრიაშვილის და მისი მეუღლის ეკა მიშველაძის გადაცემას ეხმაურება:

 

„ტიპები ჭუტლეკისტანიდან.

 

წუხელ ამ კაცმა ამ ქალს ამბავი მიუტანა: კალაძემ თქვა, 30-ში ბრძოლა ბნელსა და ნათელს შორის იქნებაო. ქალმა დაამშვიდა: ნუ ღელავ, ჩემო სუყველავყავ, კალაძეს ვეთანხმები, მართლაც იქნება ბრძოლა ბნელსა და ნათელს შორის, მაგრამ „ნათლები“ ხომ ჩვენ ვართო?

 

ჰო, ჩვენ სითბოს, სიყვარულს, გაგებას, სიკეთეს ვასხივებთ, ეგენი კიდე ბოროტები არიან, ბნელები, კუნაპეტები და მკვლელებიო. აგე, ჩვენი ბელადი გამოა და მერე ნახონ, როგორ გაბრწყინდება ჭუტლეკისტანიო.

 

ამ კაცმა (სახის ყოველი ნაკვთი შაქრო პაპაი ღობესავით რო აქ მიჭყლეტილი), ვერ ჰკითხა, ვერ გაუბედა, „ოცნებაში“ რო ვმოღვაწეობდი, მეც ბნელი ვიყავიო?

 

ამან, ამ ქალმა ყველა საკითხი უცებ გადაჭრა, სიტუაცია დაალაგა და დაასკვნა, 30-დან ქვეყანაზე პასუხისმგებლობა ჩვენ უნდა აიღოთო.

 

დიახ, მე ვეთანხმები, პასუხისმგებლობა ნამდვილად მათ უნდა აიღონ, ოღონდ ჭუტლეკისტანში!“ - წერს გელა ზედელაშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner