logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: მარტივდება მიწის რეგისტრაცია, სახელმწიფო ეხმარება მოსახლეობას
- +

28 ივლისი. 2016. 11:16



საქართველოს პრემიერ-მინიტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 1 აგვისტოდან მიწის რეგისტრაციის შესახებ კანონი სრულად იწყებს მოქმედებას.


ვფიქრობ, რომ ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენი მოსახლეობისთვის. რამდენადაც მე ვიცი, სტატისტიკურად, დღეს მხოლოდ 25 პროცენტია მიწის მასის დარეგისტრირებული, რაც არის დიდი პრობლემა. ერთი მხრივ იმიტომ, რომ ჩვენი მოსახლეობა ვერ ახდენს მათ მფლობელობაში არსებული მიწის კაპიტალიზაციას, გამოყენებას ეკონომიკური საქმიანობისთვის სრულად და მეორე, იმიტომ, რომ კერძო სექტორისთვის ზოგადად ეს არის დიდი პრობლემა და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია, რომ მნიშვნელოვნად მარტივდება მიწის რეგისტრაცია და სახელმწიფო ეხმარება მოსახლეობას რეგისტრაციის პროცესში, მათ შორის ფინანსური ინსტრუმენტებითა და ვფიქრობ, რომ ამ პროგრამის დასრულების შემდეგ ჩვენ გვექნება გაცილებით უფრო ჯანსაღი და სრული სურათი ამ მიმართულებით",- აღნიშნა კვირიკაშვილმა.


გიორგი კვირიკაშვილის თქმით, კანონის ამოქმედება  ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას და მიწის ბაზრის მოწესრიგებას.

 

რა თქმა უნდა, ეს არის უპირველეს ყოვლისა სოციალური საკითხიც. ჩვენი მოსახლეობის 50%- ზე მეტი კიდევ არის ჩართული სოფლის მეურნეობაში და სოფლად მოსახლეობის დამაგრებისათვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი",- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner