„დროამ“ და „ლელომ“ კოალიციური თანამშრომლობის დოკუმენტს ხელი მოაწერესო, თბილისის ჩრდილოვან კაბინეტში საკვანძო პოზიციები გვექნებაო“, - ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ვლადიმერ ბოჟაძე პარტია „ლელოს“ და ორგანიზაცია „დროას“ ერთობლივ მემორანდუმის გაფორმებას.
„მკვდარი მკვდარს აეკიდა, სამარემდე მიმიყვანეო „დროამ“ და „ლელომ“ კოალიციური თანამშრომლობის დოკუმენტს ხელი მოაწერესო, თბილისის ჩრდილოვან კაბინეტში საკვანძო პოზიციები გვექნებაო, სულ ჩრდილში არა ხართ ისედაც? 2021 წელი - „დროა“ 10 262 ხმა 2.143% თბილისი, 10.859 ხმა 0.615% საქართველო, „ლელო“ 17.373 ხმა 3.627 % თბილისი, 47.861 ხმა 2.71% საქართველო, ლელომ 1 წელში 12.851 ხმა დაკარგა ესენი შეთანხმდნენ ხალხნო, ესენი“, - წერს ვლადიმერ ბოჟაძე facebook-ზე.