ექსპერტი დავით ქართველიშვილი პარტია „ლელოს“ და ორგანიზაცია „დროას“ ერთობლივ მემორანდუმის გაფორმებას ეხმიანება.
„ლეიბორისტებს საკუთარი ჩრდილოვანი კაბინეტი აქვთ ჩამოყალიბებული, ოღონდ შემცირებული ჩრდილით. ერთი პრემიერი და სამი მინისტრი. სულ ოთხნი არიან - მამა/შვილი ნათელაშვილები, გოგავა და ჩხარტიშვილი. ახლა ფანჩატურში მიმდინარეობს კონსულტაციები - რომელი სამი სამინისტრო დატოვონ. მოგეხსენებათ, რომ 2%-იანმა „დროამ“ და 3%-იანმა „ლელომ“ საკუთარი ჩრდილოვანი კაბინეტი უკვე დააკომპლექტეს. დღეიდან მოსახლეობას ეძლევა ფართო არჩევანი, რომელ მთავრობას მიეკედლოს და რომელი ბიუჯეტიდან არჩინოს თავი თვისი“, - წერს facebook-ზე დავით ქართველიშვილი.