logo_geo
eng_logo
ზურაბ აბაშიძე: არჩევნებზე აქტიურობა ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ წარმატება საბოლოოდ კახა კალაძის გამარჯვებით დაგვირგვინდება
- +

20 ოქტომბერი. 2021. 19:26

 

 

„ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის გამარჯვებული კანდიდატი ზურაბ აბაშიძე მაჟორიტარულ ოფისში მოსახლეობას შეხვდა, სადაც ადგილობრივი მცხოვრებლების ინდივიდუალურ საჭიროებებს პირადად გაეცნო და მათთან ერთად ის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა, რომლებიც თბილისის საკრებულოს ამოქმედებისთანავე კახა კალაძის გუნდისთვის პრიორიტეტული იქნება.

 

„ძალიან მახარებს, რომ უფრო და უფრო მეტი მოქალაქე გამოთქვამს შეხვედრის სურვილს. ადგილობრივი მცხოვრებლების აქტიურობა, ჩვენი გუნდის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში გაცემული დაპირებებისადმი, ნდობისა და მოლოდინების წინაპირობაა. სწორედ მოსახლეობის ასეთი მაღალი ჩართულობა მაფიქრებინებს, რომ მოქალაქეები მუნიციპალური საკითხების გადაწყვეტის კონტროლს საკუთარ ვალდებულებად მიიჩნევენ“, - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

 

შეხვედრების ფარგლებში მთაწმინდის რაიონის გამარჯვებულმა კანდიდატმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი არჩევნებზე აქტიურობის მნიშვნელობას და მოქალაქეებს მეორე ტურში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

 

როგორც ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ წარმატება, მოსახლეობის მხარდაჭერით, საბოლოოდ დაგვირგვინდება კახა კალაძის გამარჯვებით და თბილისის საკრებულო ახალი შემადგენლობით, კიდევ უფრო მეტი შემართებითა და მოტივაციით გააგრძელებს ქალაქის განვითარებასა და მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვას.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner